დედაქალაქის მერია პოლიეთილენის პარკების გამოყენებისთვის საწარმოებისა და ობიექტების დაჯარიმებას იწყებს

დედაქალაქის მერიამ იმ საწარმოებისა და ობიექტებია დაჯარიმება დაიწყო, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ პოლიეთილენის პარკებს.

კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა. გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი. დაჯარიმდნენ მეწარმეები – ისინი, ვინც გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინეს რეაგირება და მათი საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობაში არ მოიყვანეს. ასევე, შემოწმების შედეგად, ამოღებულ იქნა პოლიეთილენის 9000 პარკი.

“პოლიეთილენის არადეგრადირებადი პარკების აკრძალვით ეკოლოგიას და გარემოს ვუფრთხილდებით, რაც როგორც ჩვენთვის, ასევე, მომავალი თაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მინდა, იმ მეწარმეებს მივმართო, ვისაც ბრუნვიდან ჯერ კიდევ არ ამოუღია პოლიეთილენის პარკები და ვაცნობო, რომ ეს უკვე კანონით არის აკრძალული. მსგავსი პარკები გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს და მისი მოხმარება-გამოყენება კანონმდებლობით დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებ ყველას, რომ მანამ, სანამ მათი შემოწმება, ჯარიმის გამოწერა და პროდუქციის კონფისკაცია მოხდება, დროულად მოახდინონ ამ პროდუქციის ამოღება. ადგილობრივ ბაზარზე კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკების წარმოება უკვე ხდება. ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არსებული პოლიეთილენის პარკები ჩაანაცვლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია ეფექტურად იმუშავებს და სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”, – აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურში ორი წლის ბავშვი კორონავირუსის ნიშნებით წევს – ლუგარიდან პასუხი დღეს იქნება
შემდეგი სტატიაივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი მოეწყობა