დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან შეხვედრა თბილისის მერიის შენობაში შედგა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან შეხვედრა თბილისის მერიის შენობაში შედგა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გიორგი გახარია მას ტელეფონზე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

„შეხვედრა შედგა გიორგი გახარიასთან. შეხვედრა იყო რამოდენიმეჯერ. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავის კანდიდატურის დაყენებას, ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით.

თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს, დაველოდოთ 2 ოქტომბერს. მე კანდიდატებს არ ვაფასებ, მე მაქვს ჩემი ხედვა, ჩემი კონცეფცია და ქალაქის განვითარების გეგმა, რომელსაც რამდენიმე დღეში წარვადგენ და ვისაუბრებ ყველა განსახორციელებ პროექტებზე, გადასაწყვეტ პრობლემებზე, რა გამოწვევებია, რა პრობლემებია დედაქალაქში, თუ რას გავაკეთებ და როგორ წარმომიდგენია ჩემი ქალაქი ოთხი წლის შემდეგ.

მადლობა თითოეულ თბილისელს იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რაც იგრძნობა ყველა ფეხის ნაბიჯზე როდესაც ქალაქში ვმოძრაობ, სხვადასხვა რაიონებში, უბნებში და მაქვს ამ მხარდაჭერის იმედი.

პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და ამ მხარდაჭერას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი არ დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიპარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახა კალაძესთან შეხვედრას არ ადასტურებს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს