დედაქალაქის მერი ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ადგილზე ასფალტის სპეციალური საფარი იგება, რის გამოც, ბარათაშვილის აღმართზე ორი დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილი იქნება.

„სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია, რომელიც 30 სექტემბერს აღდგება. იმის გამო, რომ სპეციალურ ასფალტს ვაგებთ, რომელიც მოდიფიცირებულია, უწყვეტ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. შესაბამისად, კომპანიამ მოითხოვა, რომ ორი დღის განმავლობაში, ქუჩა დროებით ჩაკეტილიყო. ბოლო ეტაპი კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება – ტროტუარი, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები მოეწყობა. აღნიშნული გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ახლა კი, ქალაქში ერთ-ერთი ლამაზი, განახლებული ქუჩა გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაში30 სექტემბერს, 08:00-დან 14:00 საათამდე, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
შემდეგი სტატიაჰაკერებმა Facebook-ზე 50 მილიონზე მეტი გვერდი გატეხეს