დედაქალაქის ექვსი ქუჩას, 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, დედაქალაქში მდებარე ექვსი ქუჩისთვის, 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელის მინიჭების თაობაზე საჯარო განხილვა გაიმართება.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებულია, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის ერთი მონაკვეთს თამუნა დოლიძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთს თინა ენუქიძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის II ქუჩას მანანა ლოლაძის სახელის და რეხის III ქუჩის მონაკვეთისთვის მანანა ლოლაძის I ჩიხის სახელი მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას ელისო ჭიპაშვილის სახელი მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩას თამარ მამულაშვილის სახელი მიენიჭება.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიათათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში დავა მოუგო