დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სიტყვიერი დაპირისპირება დედაქალაქის მერს დავით ნარმანიასა და “ნაციონალირ მოძრაობის” წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ნარმანიას მმართველობის ფორმა დაუწუნეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ქალაქის მერს მილიონი ყვავილის პროექტი დაუწუნეს, რაც მომავალი წლის ბიუჯეტშია განსაზღვრული, ასევე მოითხოვეს მერიის თანამშრომლების ხელფსების 20 პროცენტიანი ზრდა.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა მარიკა დათუკიშვილმა კი ნარმანიას მერიის თანამშრომლებოსთვის ჩატარებული ტრენინგები შეახსენა და თქვა რომ ეკონომიკურად რთულ პერიოდში მსგავსი ღონოსძიებებში მილიონობით ლარი არ უნდა იხარჯებოდეს.

საპასუხოდ ნარმანიამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საკუთარი მმართველობის პერიოდი,10 ათასობით აღებული პრემიები შეახსენა და მათ პასუხი მოსთხოვა, თუ რის გამო აიღეს პრემიები, რასაც ხმაური მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციის გადახედვა ყველა მუხლს შეეხება-წულუკიანი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა