დედაქალაქის ბიუჯეტი 170 მილიონით იზრდება

დედაქალაქის ბიუჯეტი 170 მილიონით იზრდება – ცვლილების განხილვა დღეს თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო და ურბანული კომისიის სხდომაზე მოხდება. რაზეა გათვლილი დამატებული თანხა – ამასთან დაკავშირებით საკრებულოს წინაშე თბილისის მერი უკვე ხვალ ისაუბრებს. კახა კალაძე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს.

„ეს არის ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ ქალაქის მერმა გასცა. დამტკიცება მოხდება სამშაბათს. ბიუჯეტს წარადგენს ქალაქის მერი წლის ანგარიშთან ერთად. ბუნებრივია, ოპოზიციის დამოკიდებულება უნდა იყოს კრიტიკული, თუმცა ვერ გვაჩვენებენ ბიუჯეტს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამაზე უკეთესი ყოფილა,“-აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ახალგაზრდა დაჭრეს
შემდეგი სტატიაგია ყანჩელი საავადმყოფოშია