დედაქალაქის 11 პრობლემური ადგილისთვის ჩარჩო-გეგმების შემუშავებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ გაუქმებულა, ის არ შედგა

გენერალური გეგმის პროექტით გათვალისწინებული 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ გაუქმებულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პირველად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ წამოადგინა შესაბამისი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

„შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით, ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა ის პირობები, რაც გენერალური გეგმის პროექტით არის დადგენილი, კერძოდ, 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმების შემუშავება, აუცილებლად შესრულდება. ეს ტენდერი გამოცხადებული იყო უფრო ადრე, ვიდრე გენერალური გეგმა დამტკიცდებოდა. ჩვენ ამით დრო მოვიგეთ. გენერალური გეგმა სავარაუდოდ, ნოემბერში დამტკიცდება, მანამდე კი მერია უზრუნველყოფს ყველა პროცედურას იმისთვის, რომ ჩარჩო-გეგმები 11 პრობლემური ადგილისთვის შემუშავდეს და ჩვენ გვქონდეს მათი სამომავლო განვითარებისთვის ზუსტი ხედვა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკურ ასპექტებზე
შემდეგი სტატია„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რომის სტატუტის 20 წლის თავზე ჰააგის სასამართლო თავის მაღალი დონის ღონისძიებას თბილისში ატარებს“