დედამიწაზე უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ხმელეთი 58 ათასი კვ.კმ-ით გაიზარდა

81უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დედამიწაზე ხმელეთი 58 ათასი კვადრატული კილომეტრით გაიზარდა – ნიდერლანდელმა მეცნიერებმა გამოითვალეს.
გარკვეული ტერიტორიების ხელოვნური დაშრობა, მათ შორის სანაპიროებზე, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, ვიდრე ყინულის დნობა და დამბების შექმნა, ნათქვამია გამოკვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში, უკანასკნელი სამი ათეული წლის მანძილზე წყლით დაიფარა 115 კვ. კილომეტრი ხმელეთი, ამასთანავე, დაშრა 173 ათასი კვ. კილომეტრი წყალი.

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ნასას თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოები გააანალიზეს. მათი დასკვნებიდან გამომდინარე, ყველაზე ფართო ბუნებრივი გაწყლიანების მაგალითია ტიბეტის მთები, სადაც ყინულის დნობის შედეგად უზარმაზარი ტბა წარმოიქმნა.

ყველაზე დიდი საწინააღმდეგო მაგალითი კი არის არალის ზღვა, რომელიც ოდესღაც სიდიდით მეოთხე იყო მსოფლიოში.

მკვლევარები ამბობენ, რომ ახლა აუცილებელია იმის დადგენა, თუ რა მნიშვნელობა ექნება მათ დაკვირვებებს მსოფლიო კლიმატის კვლევებში.

8382

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-სგან არა ოკუპაციის შეჩერებას, არამედ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ფულს ითხოვდა”
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას საკრებულოში ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ