დედამ შვილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და 4 წლის გოგონა გარდაიცვალა – ლელა ქსოვრელს 11 წელი მიესაჯა

region
ავტ.: region ივლისი 25, 2019 15:27

დედამ შვილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და 4 წლის გოგონა გარდაიცვალა – ლელა ქსოვრელს 11 წელი მიესაჯა

თბილისში, სანზონაში 4 წლის შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ დედას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“2019 წლის 25 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ქ. დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის ე.ი. სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ასევე დამნაშავედ ცნო რომ ჩაიდინა სისტემატიური ცემა და ძალადობა ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117 ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე დამნაშავედ ცნო, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, რისთვისაც საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულებების ჩადენა. კერძოდ, უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 იანვარს ლ.ქ.-ს მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა არასრუწლოვან შვილთან – ნ.ზ.-სთან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია, აღნიშნულის მიუხედავად 2019 წლის 8 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით ლ.ქ. იმყოფებოდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა მსხვერპლი ნ.ზ. გარდა ამისა, უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ ლ.ქ. 2019 წლის იანვრის თვის დასაწყისიდან 22 იანვრამდე დროის პერიოდში თავის არასრუწლოვან შვილს ნ.ზ. სისტემატიურად სცემდა და ახორციელებდა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნ.ზ. განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებოდა სხვადასხვა ხანდაზმულობის დაზიანებები, სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. ასევე 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრუწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრამვა, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა თავის ქალას ღრუში და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში, რაც გახდა არასრუწლოვანი ნ.ზ-ს გარდაცვალების მიზეზი”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

region
ავტ.: region ივლისი 25, 2019 15:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics