დედაენის ბარის რეიტინგი 4.8 ვარსკვლავამდე გაიზარდა, ოკუპანტების ცუდი შეფასებები წაიშალა

დედაენის ბარის რეიტინგი 4.8 ვარსკვლავამდე გაიზარდა, ოკუპანტების ცუდი შეფასებები წაიშალა.

“მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიცხადებთ გვერდში დგომისათვის, უთქვენოდ ძალიან ცუდი დღე გვექნებოდა.

ბევრმა თქვენგანმა შემოგვთავაზა მხარდაჭერა, ჯერ არ ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა და გპირდებით, რომ ყოველ ნაბიჯზე საქმის კურსში გამყოფებთ. კიბერშეტევა ისევ გრძელდება, მაგრამ თქვენი გამალებული ჩართულობით გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა და მთელი ეს ორომტრიალი ცუდი სიზმარივით გაქრა. რამდენიმე სქრინშოთი მაინც შემოვუნახეთ ისტორიას.

ძალიან გაბრაზებულები ვართ, დაუჯერებელია, რომ ამ ბოროტი კომენტარების უკან რეალური ადამიანები დგანან.

ორი რუსეთი არ არსებობს. მადლობა კარგო ხალხო!

viva უკრაინა viva ერთიანი საქართველო

ღრუსეთი კი თავის გემს მიყვეს ფსკერისაკენ “- აღნიშნულია ბარის FACEBOOK-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილეონიდ კუჩმა: “რუსეთი მხოლოდ მასზე გაცილებით სუსტებს ესხმის თავს…”
შემდეგი სტატიაიტალიის პოლიციამ პუტინთან დაახლოებულ არქიტექტორს 141 მილიონი ევროს ქონება ჩამოართვა