დედა სოსანა – მოსანანიებელი რა მაქვს, ვერ გავიგე, ის, რომ ეკლესიის უსამართლობა მტკივა?

ჭყონდიდის ეპარქიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, სოსანა ბოლქვაძე მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას მისი და რამდენიმე სასულიერო პირების მღვდელმსახურებიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, სალხინოს მონასტრის ეზოში გამოეხმაურა.

“მე ამ წუთში ვდგავარ იქ, სადაც სიმართლისთვის იბრძვიან, იმედი მაქვს, რომ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპისკოპოსები კანონიკურ ფარგლებში. არ დავემორჩილებით უკანონო გადაწყვეტილებებს, დავემორჩილებით მხოლოდ სამართლიან გადაწყვეტილებებს.

მე მიშვებენ სინანულისთვის ამ მონასტერში და მოსანანიებელი რა მაქვს, ვერ გავიგე, ის, რომ ეკლესიის უსამართლობა მტკივა? …

ტყუილია, არავითარი აქცია არ ყოფილა პატრიარქის წინააღმდეგ, პირიქით, მე და ჩემი მრევლი და ვინც ჩემი მდგომარეობა მიიტანა გულთან, რომ ასეთი ეპისკოპოსი არ უნდა მართავდეს ეპარქიას, ეს გვინდოდა მიგვეტანა პატრიარქისთვის და ამიტომ შევიკრიბეთ. მე ნათქვამი მქონდა ახლადდანიშნულ მეუფესთან,რომ თბილისში მივდიოდი”,- აცხადებს დედა სოსანა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სტეფანემ დედა სოსანასა და ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერა.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიწერილი ბაიდენს – გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – პირობას გაძლევთ, თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის ყველაფერს გავაკეთებ