დედა სოსანა: მეუფე სტეფანეს მობილურის წართმევა უნდოდა – ექსკლუზივი

„თაიმერის“ ინფორმაციით, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დედა სოსანასთვის ტელეფონის წართმევა სცადა. ინფორმაცია დაადასტურა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვრმა.

„ტელეფონის წართმევა უნდოდა, მეუფე სტეფანემ მითხრა დატოვეო, რაზეც ვუპასუხე, უკანონოდ ხართ დანიშნული და არ დაგემორჩილებით, ტელეფონს არ მოგცემთ-მეთქი“, – განუცხადა „თაიმერს“დედა სოსანამ.

ასევე, „თაიმერის“ ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც აპირებენ დედა სოსანას ეპარქია დაატოვებინონ, დედა სოსანა გვპასუხობს:
„მე საუბრიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ მათ უნდათ ეპარქია დამატოვებინონ, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. ეს ჩემი მონასტერია, ჩემთვის სახლივითაა. ისინი თვითონ არიან უკანონოდ შემოჭრილი ჩვენ საცხოვრებელში, ამიტომ ვფიქრობ, რომ თვითონ უნდა დატოვონ ეპარქია. მეუფემ მითხრა, რომ წინამძღვრობა, რომ დატოვე მანქანაც დატოვე ახლაო. ე.ი მათ უნდათ მონასტრიდან წავიდე და მანქანა დავუტოვო მათ. ეს მანქანა მაჩუქეს და პირადი საკუთრებაა. არც მანქანას და არც მონასტერს დავტოვებ.

სანამ არ ჩაატარებ გაფართოებულ კრებას და ჩვენ დასმულ კითხვებს არ გასცემენ პასუხს ეკლესიურ კანონებზე დაყრდნობით, მანამ ეკლესიაში წესრიგი არ დამყარდება. მე ვითხოვ, რომ შედგეს საეკლესიო სასამართლო და ყველა პრობლემური საკითხი იქნეს განხილული და გადაწყვეტილი. რჯულის კანონზე დაყრნობით იხელმძღვანელონ და იმოქმედონ. მათ დაავიწყდათ, რომ არსებობს ღმერთი, მაგრამ მათ შევახსენებ, რომ რომ არსებობს ღმერთი და საეკლესიო სამართალი.

მე, რომ მეუფე სტეფანეს ვუთხარი, სინდოის წინაშე მოგიწევთ მეუფე პეტრეს წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდების დამტკიცებამეთქი, მეუფე სტეფანე მდგომარეობიდან გამოვიდა და მითხრა „ერთი ადგილი დაატიე ქალოო“, ეს არის დიდი შეურაცხყოფა მონაზონის და ღმერთმა შეუნდოს მას, ასე, რომ ესაუბრება მონაზონ დედებს.

https://youtu.be/lhArTOX_Jcs

ღმერთი დიდია და სიმართლე აუცილებლად გაირკვევა, შემდეგ შერცხვება ამათ, ამიტომ მინდა მათ სინანულისკენ მოვუწოდო, დაფიქრდნენ ვის ემსახურებიან. აცადონ ღმერთს მოქმედება“, – განაცხადა დედა სოსანამ.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა და ის სხვა ეპარქიის მონაზვნით ჩაანაცვლა.

ჭყონდიდის ეპარქიამ ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს #3 ბრძანება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “ეკლესიაში განხეთქლიების მცდელობისა” და “დაუმორჩილებლობის” გამო 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აკერძალა.

ბრძანება 28 მარტით თარიღდება და მითითებულია, რომ ის ძალაში ხელმოწერისთანავე შეიდს.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – ვფიქრობ, გამოჩნდებიან პარტიები, რომლებიც დანიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერენ
შემდეგი სტატიასახელმწიფო საგარეო ვალი 31.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა