დედა სოსანა: მეუფე სტეფანემ ქუჩაში დამტოვა

“მეუფე სტეფანემ კომენდანტის საათის დროს ქუჩაში დამტოვა”, – ამის შესახებ დედა სოსანა “თაიმერთან” საუბრისას აცხადებს.

მისივე განმარტებით, დღეს მისმა პროტესტმა განაპირობა ის, რომ მას მონასტერში არ უშვებენ.

“მეუფე სტეფანეს კურთხევით წინამძღვარი მონასტერში არ მიშვებს. როცა ვიკითხე მიზეზი, არ ვიცი, ასეთი კურთხევაო, – ასე მიპასუხა წინამძღვარმა. მე დღეს, თბილისში ვიყავი, წინამძღვარმა ამის შესახებ იცოდა, გამიშვა კიდეც, თუმცა ახლა არ მაძლევენ მონასტერში შესვლის უფლებას. ჩემთან ერთად არის მორჩილი, რომელსაც ასევე არ უშვებენ მონასტერში.ეკლესიის პრობლემებზე ხმამაღლა ვსაუბრობ და დღეს, პატრიარქს მოვთხოვეთ გაფართოებული კრების ჩატარება, რადგან მეუფე სტეფანემ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოში მყოფ ყველა მონაზონს, ამისთის ვითხოვდით მას ბოდიში მოეხდადა.სწორედ, ეს ჩემი პროტესტი გახდა იმის მიზეზი, რომ მეუფე სტეფანემ კომენდანტის საათის დროს ქუჩაში დამტოვა”, – აცხადებს დედა სოსანა.

დედა სოსანას თქმით, ხვალიდან კანონების მიხედვით იმოქმედებს.

“ახლა ვარ ქუჩაში, მე ვთხოვ ჟურნალისტებს მიშუამდგომლონ, თუ ამას შედეგი არ ექნება და მონასტერში არ შემიშვებენ, მაშინ ამ საღამოს რომელიმე მრევლთან შევაფარებ თავს. ხვალიდან კი კანონების მიხედვით ვიმოქმედებ”, – ამბობს დედა სოსანა.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშიმუხრან ბურჭულაძე: პუტინის რეჟიმმა და პუტინის ოპოზიციამ გააგდეს საქართველოდან ევროპა და ევროპიდან – საქართველო
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: კრემლის რუპორებმა უნდა იცოდნენ, რომ აქ ელარჯს ვეღარ გაწელავენ