დედა სიდონია: საქართველო უნდა გავიდეს სწორ გზაზე

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სახელწოდებით „სირცხვილია“, დედა სიდონია მივიდა. მან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ხალხი, რომლებსაც არ მოსწონთ ის კურსი, რომელზეც დღეს ქვეყანა დგას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ამ დღეს შევიკრიბეთ საქათველოს კეთილდღეობისთვის, ერთიანობისთვის და გადარჩენისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენი ვართ და ეს მუხტი ისევ არსებობს და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო გავიდეს სწორ გზაზე, გადარჩეს ის საზოგადოება, რომელიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, არც ერთ იდეოლოგიას და უბრალოდ უნდათ, რომ თავიანთი ინდივიდუალიზმი, ევროპულობა გადაირჩინონ და საქართველო გავიდეს უფრო ევროპულ და მსოფლიოს გზაზე,“ – ამბობს დედა სიდონია.

დედა სიდონიამ ახალდაფუძნებულ მოძრაობა „ლელოზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მოძრაობა ქვეყანაში პოლიტიკურ გემოვნებას შეცვლის.

„მე მოხარული ვარ, ახალი მოძრაობა რომ გაჩნდა საქართველოში. იმედი შემოიტანა, იმიტომ რომ მე ვინც ამ ადამიანებს და ნამდვილად მეიმედება ისინი. მათ გააჩნიათ ეროვნული ღირებულებები და ფლობენ საერთაშორისო სტანდარტის უნარებსაც. ის არის განსხვავებული ფორმატი და პოლიტიკურ გემოვნებასაც შეცვლის,“ – აცხადებს დედა სიდონია.

 

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2395595474030511/?t=5

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი: საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი საშიშია სახელმწიფოსთვის
შემდეგი სტატიამოხდა აზელვა სიკეთის და ბოროტების, აზელვა წარმატების და წარუმატებლობის, აზელვა ოკუპაციის და არაოკუპაციის, თავისულფების, აზელვა პატრიოტიზმის და მონობის