დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე უარს ამბობს

საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი ხაბელაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე გირაოს სახით სასამართლოს 100 000 ლარს სთავაზობდა რაც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა.

თავად ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა უარი განაცხადეს საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან ერთად მოხდეს. მომდევნო წინასასამართლო სხდომა 22 ნოემბერს გაიმართება.

ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას, ქურდობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლი კი 16 დან 20 პატიმრობას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურების შესახებ”
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი “ქართული ოცნების” წევრების დეკლარაციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს