დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთში დააკავეს

დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე დაკავებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ამ დროისთვის ყუფარაძე საბერძნეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაყვანილი და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თბილისში მისი ექსტრადირების პროცედურები უკვე დაწყებულია.

გიორგი ყუფარაძე ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაშია ბრალდებული. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 აპრილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მკვლელობაში მეორე ბრალდებული ვასილ გოშაძე კი, პატიმრობაში იმყოფება. ორივე მათგანს 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით ბაღდათის გამგებელი დააკავეს
შემდეგი სტატიაკახეთში სოციალურ მუშაკთან მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს ქალბატონი გარდაიცვალა