“დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატიული სისტემა”-კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალ კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი მიზანია გატარდეს რეფორმები, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, რომ საქართველოში თვითმმართველობის სისტემა განვითარდეს. კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაცია არის ეფექტური დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედი.
„ერთ-ერთი პირობა ჩვენ უკვე შევასრულეთ – საქართველომ მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ეს სისტემა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების კლასიკურ საპარლამენტო მოდელს. შესაბამისად, ახალი რედაქციით ძალიან მყარი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ ჩვენთან განვითარდეს პროცესები, დემოკრატიული პროცესები ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის რეფორმა. იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა მუდმივად დაიხვეწოს, ამ კუთხითაც გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გასული წლების განმავლობაში. მიღებულ იქნა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მათ შორის, მოწესრიგდა შრომის ანაზღაურების წესი, სხვა ასპექტები საჯარო სამსახურის, თუმცა რა თქმა უნდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღოთ ევროპული, დასავლური ტიპის, რაციონალური საჯარო სამსახურის სისტემა. მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი ეს არის რა თქმა უნდა, სწორი ტერიტორიული მართვის სისტემის ფორმირება და ამ ნაწილში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რომელიც არის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი,”-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს მეტი რესურსი და მეტად განვითარდეს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე -მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ დღეს არსებული სისტემა ალოგიკურია