დებატების გამართვის და კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ გვაქვს-ბესელია „გაზპრომის“ თემაზე

საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს, რასაც უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლებას დებატების და კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ აქვს – პარლამენტი ამისთვის არის, რომ დეპატები იმართებოდეს და არ არის პრობლემა”, – განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა უმრავლესობას კითხვები ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან, ბესელიამ უპასუხა, რომ “არავითარი კითხვები რაიმე ტიპის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან მიმართებაში არ დგას”.

“ჩვენ კითხვებს კითხვებისთვის არ ვსვამთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველა ინფორმაცია მივიღოთ, რაც გვჭირდება. არავითარი კითხვები რაიმე ტიპის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან მიმართებაში არ დგას ჩვენთვის, თუკი არის ასეთი დიალოგის და დებატის გამართვის აუცილებლობა”, – აღნიშნა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშირატიანი: კალაძემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტი არცერთ ისეთ ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული