დეა მეტრეველმა ლელოს პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია დატოვა

“ჩემთვის, როგორც პარტია „ლელოს“ დამფუძნებლისთვის, მისი პოლიტსაბჭოს წევრისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, უზომოდ მნიშვნელოვანი იყო და არის პარტიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ვყოფილიყავით დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილი. ეს წლები ჩვენი გუნდი სწორედ ამ გზის და ამ ღირებულებების ერთგულია, რადგანაც რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა.
სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.
ვფიქრობ, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები.
შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. ამავდროულად, ვრჩები იმ საერთო ბრძოლაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს – საქართველოს გათავისუფლება და მისი ევროპული მომავალი.
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
ბრძოლა გამარჯვებამდე!“ – წერს დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში

დღეს “ძლიერ საქართველოში“ განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ

banner
წინა სტატიაშიირაკლი მიმინოშვილის დედა: არ დაგინახოთ არსად, სადაც მე ვიქნები!!!
შემდეგი სტატიამოძრაობა „დაფიონი“ – ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა, ეს ღალატია, როცა ბრძოლის დროს ხალხს ღალატობ, შენ უკვე აღარ ხარ ოპოზიცია, შენ ხარ პოზიცია, თან სამარცხვინო – არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც სამართლიანობის შანსი არ აქვს