კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, დეა მეტრეველი ბიძინა ივანიშვილის მიერ ”ტვ იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ”ინტერვიუ საუკეთესო კატალიზატორი იყო იმისი, თუ რა რეიტინგები აქვს მმართველ პარტიას”.
ამასთან, დეა მეტრეველი აცხადებს, რომ ”ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე მოსახლეობას გამოგონილი საფრთხეებით აშინებს.
საუკეთესო კატალიზატორი იყო ეს ინტერვიუ იმისი, თუ რა რეიტინგები აქვს მმართველ გუნდს და როგორ იხვეწება ამ გუნდის საპატიო თავმჯდომარე მოსახლეობასთან ხმებს. აშინებს მათ გამოგონილი საფრთხობელებით და საფრთხეებით. ასევე იყო, კატალიზატორი ჩვენთვის ”ძლიერი საქართველოსთვის”, იმდენჯერ ახსენა ჩვენი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ”ძლიერი საქართველო”, რომ ფაქტია, ”ძლიერ საქართველოს” რეიტინგები არის შთამბეჭდავი და მაღალი, რომ რუსული ოცნებისთვის ”ძლიერი საქართველოს” ზრდა და გაძლიერება არის საფრთხის შემცველი,” – განაცხადა დეა მეტრეველმა.