დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღო, რომელთაც რუსეთის გენშტაბის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ისტრაკოვი ხელმძღვანელობდა – ბიბილოვის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასა და ადრე ხელმოწერილი შეთანხმებების რეალიზაციაზე იყო საუბარი. ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ისინი შეშფოთებულები უყურებენ “პრობლემურ საკითხებს, რომელიც სამხრეთ მეზობლისგან მოდის, კერძოდ, კი საქართველოს ნატოში შესვლას უკავშირდება, ასევე, ბიოლოგიურ ლაბორატორიას და ძალის გამოუყენელობის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერაზე უარს” – წერია ბიბილოვის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სერგეი ისტრაკოვს სამხრეთ ოსეთის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

banner
წინა სტატიაშითბილისში, 29-ე საბავშვო ბაღში ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიამადრიდში გამართულ ღონისძიებაზე საქართველომ ორმოცამდე ქვეყანას შორის განსაკუთრებული კუთხის სტატუსი მოიპოვა