დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთმა საქართველოს ორი სასულიერო პირი გადასცა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურებმა ლენინგორის რაიონებში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით – დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ავრცელებს. დაკავებულთაგან ორი მოქალაქე, მღვდლები გურამ ლობჟანიძე და იოსებ ტატელოშვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გარეშე გადაეცათ ქართულ მხარეს. ორი მოქალაქის, გიორგი შამანაურისა და იასონ შუკაკიძის საქმეზე კვლევა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი 23-ე საჯარო სკოლაში – დაპირისპირებული მოსწავლეების გაშველება პატრულს მოუწია
შემდეგი სტატიავაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტომობილი ამობრუნდა – მძღოლი დაშავებულია