დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვანებმა სოფელ წნელისში თავიანთი დროშა აღმართეს

დღეს დილით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ძალოვანებმა ქართულ სოფელ წნელისში დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართეს “ქართული მხრიდან სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით” – სპეციალურ განცხადებაში წერია, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

“უშიშროების სამსახურმა სიმაღლე 944,8 დაიკავა, აღადგინა სახელმწიფო ნიშანი და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე დროშა აღმართა” – განმარტებულია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც, ასევე აღნიშნულია, რომ “ჰუმანიტარული “ოპერაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს”. გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მოქმედებები სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ნაწილებში, მათ შორის სოფელ წნელისის დასავლეთ ნაწილში შეფასებულია, როგორც ანექსია, რომელიც ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის.

ფოტოები, რომელსაც “თაიმერი” ავრცელებს, ეკუთვნის “სპუტნიკს”.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი – გაუგებარია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები რა კრიტერიუმით აირჩნენ, რა ნიშნით მოიპოვეს მაღალი მხარდაჭერა
შემდეგი სტატიადე ფაქტო КГБ-მ წნელისთან „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყო და „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა