დე ფაქტო მთავრობის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილს გადაადგილება არ შეეზღუდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 ვირუსის საფრთხის გამო, ენგურის ხიდზე მიმოსვლა დილის 08:00 საათიდან უნდა ჩაკეტილი იყო, თუმცა მოქალაქეებს გადაადგილება არ შეზღუდვიათ.

ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, საოკუპაციო ზოლის გადაკვეთა მოახერხა გალიდან ერთ-ერთმა ქალბატონმა. ასევე დაანონსებული შეზღუდვა არ გავრცელებულა ენგურჰესის თანამშრომლებზეც.მათ სპეციალური საშვით შეძლეს გადმოსვლა.

11 მარტს აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საოკუპაციო ზოლზე გადასვლა ყველა პირისთვის კორონავირუსის საფრთხის პრევენციის მიზნით ჩაიკეტებოდა. მანამდე, მიმოსვლა ენგურის ხიდზე 27 თებერვალს შეიზღუდა.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: ქვეყანაში დაავადების პიკზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია