დე-ფაქტო ხელისუფლებამ ულტიმატუმის ენა შეცვალა -შს მინისტრის მოადგილე

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი არ აპირებენ ულტიმატუმის ენით საუბარს და ეს იყო ჟურნალისტების ინტერპრეტაცია – განაცხადა წნელისის შეხვედრის დასრულების შემდგ შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთნ გაკეთებულ კომენტარში.

წნელისში შეხევდრას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო დამკვირვებლების, დეფაქტო რეჟიმისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობდა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ საუბარი შედგა კონსტრუქციულ გარემოში, მშვიდ ვითარებაში. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი არ აპირებენ ულტიმატუმის ენით საუბარს და ეს იყო ჟურნალისტების ინტერპრეტაცია. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს და ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარკვეული კითხვები ბლოკპოსტის ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა არგუმენტები, რატომ არ უნდა იყოს აქ ბლოკსაგუშაგო ვერ მოვისმინეთ. ბლოკპოსტი რჩება აქ და ჩვენი ბიჭები განაგრძობენ უსაფრთხო გარემოს უზრუნვლეყოფას“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ანთაძე – შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა
შემდეგი სტატიაოსი ჩინოვნიკი – ომი არ იქნება