დე-ფაქტო ცხინვალი: აქციებით ქართველები საზღვრის არსებობას აღიარებენ

ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი კონფლიქტების დარეგულირების საკითხში მურატ ჯიოევი, საოკუპაციო ზოლთან ქართველ სამოქალაქო აქტივისტთა აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველები დემარკაციის ზონასთან აქციების მოწყობით საზღვრის არსებობას აღიარებენ.


,,დღეს დაწყებული ქართული აქციები, ნიშნავს იმას, რომ ქართველები აღიარებენ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრების რეალურობას. მაგრამ ისინი ვერ ეგუებიან, რომ ეს საზღვრები მათი ოცნების გეგმებში არ შედის,, განცახადა ჯიოევმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
ჯიოევის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რამდენიმე წელია ქართულ მხარეს სთავაზობს მოლაპარაკებს საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით, რაზეც ჯიოევის თქმით ქართული მხარე არ თანხმდება. ,,ამიტომაც, ჩვენთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მყოფი რუსი მესაზღვრეები, ამ სამუშაოს საკუთარი მანდატის ფარგლებში ისე აკეთებენ, რომ საქართველოს ტერიტორიას არ ეხებიან,, აცხადებს სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელი.
ჯიოევის განცხადებით, ,,მსგავსი აქციები სასაზღვრო ზოლთან არის ძლაიან სახიფათო და პროვოკაციული,,

banner
წინა სტატიაში(video) ადამიანები იგონებენ საფრთხეებს – სოზარ სუბარი სეკულარიზმზე პრემიერის განცხადებას ხსნის
შემდეგი სტატიასკანდალურად ბრალდებების მიუხედავად ,,ბასიანი,, მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბად დასახელდა