დე ფაქტო ცხინავლი : საქართველოს მოქალაქე სამსახურის საძებნელად გადავიდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით 2020 წლის 28 დეკემბერს სოფელ ახმაძის ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის დარღვევის გამო თბილისში მცხოვრები ბექა ფარჩუკაშვილი დააკავეს. მათი თქმით, ფარჩუკაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში სამსახურის საშოვნელად გადადიოდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ხელისუფლებას მოუწოდებს სათანადოდ უპასუხოს ოკუპანტების მსგავს დეზინფორმაციას, რომელიც ჰიბრიდული ომის ნაწილია.

“ეს არის ამ ჰიბრიდული ომის ნაწილი, საკმაოდ ეფექტური მიმართულება, რომელსაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი წარმატებით ახორციელებს… უნდა გავააქტიუროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, უნდა მოვითხოვოტ სანქციები, უნდა ვუჩივლოთ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ინსტანციაში”, – ამბობს დავით ქაცარავა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტიც, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ფარჩუკაშვილი ცხინვალში სწორედ სამსახურისა და საცხოვრებლის პოვნის მიზნით გადავიდა

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტსა” და “კიბერუსაფრთხოების ჯგუფს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – ოპოზიცია არ შედის პარლამენტში