დე-ფაქტო აფხაზეთში დროებით უვიზო მიმოსვლა გაიხსნა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განკარგულებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში დროებით უვიზო შესვლა გაიხსნა ტურისტული მიზნებისთვის – ცვლილება რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება – აფხაზური მედია წერს. კერძოდ, საუბარია 15 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე. განკარგულებაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური შენიშვნაა გაკეთებული, რომ ცვლილება საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიესპანეთი მაროკოს საზღვარზე ეკლიან მავთულს დახსნის
შემდეგი სტატიაევროკავშირმა აშშ-ს საპასუხო ტარიფები დაუწესა