დე-ფაქტო აფხაზეთში 6 მაისიდან იმ დანაზოგის გაცემა დაიწყება, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტომდე შემნახველ სალაროებში ჰქონდათ

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული პროტოკოლის თანახმად, აფხაზეთის შემნახველი ბანკი 1992 წლის 14აგვისტომდე დარეგისტრირებულ მეანაბრეებს საკომპენსაციო თანხებს გადაუხდის.

2003 წლიდან 2004 წლის მანძილზე ასეთი 48 მეანაბრე დარეგისტრირდა. მათ 361 691 მანეთს დაუბრუნებენ. 2015 წლის 6 აპრილიდან 29 მაისის რეგისტრაციით თანხა 139 პირს ეკუთვნის, რაც ჯამში 2 255 010 მანეთს შეადგენს. ორივე კატეგორიის მოქალაქეებზე თანხას 6 მაისიდან გასცემენ – ამის შესახებ ინფორმაციას “აპსნიპრესი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში წყლების მონიტორინგი დაიწყეს
შემდეგი სტატიაგამომცემლობამ ვუდი ალენს წიგნის დაბეჭდვაზე უარი უთხრა პედოფილიის ბრალდების გამო