დე-ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას ანატოლი ბიბილოვი დაესწრება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებებს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დაესწრება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი და რაულ ჯახიმბა ერთმანეთს შეხვდებიან და მოლაპარაკებების მაგიდას მოუსხდებიან. სამხრეთ ოსეთის დელეგაციაში დე-ფაქტო მთავრობის წევრები საგარეო საქმეთა და შს მინისტრები დიმიტრი მედოევი და იგორ ნანიევი, ასევე, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ვალერი ვალიევი არიან

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა