დე-ფაქტო აფხაზეთი ტყვარჩელის შახტების აღდგენას აპირებს

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა და ჩინური სამეცნიერო-ტექნიკური კომპანია ტყვარჩელის “შახტა ჰესის” აღდგენას აპირებენ – ამის შესახებ აფხაზერი მედია წერს. როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ფიფიამ განაცხადა, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩინურ კომპანიასთან “კაკა ჩაინ-უძრავი ქონება”, რომელიც პეკინშია დარეგისტრირებული. ფიფიას თქმით, “კაკა-ჩაინთან” ერთად დე-ფაქტო აფხაზეთი, ასევე ტურისტული კომპანიის დაარსებას გეგმავს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში„ომეგა ჯგუფი“ ტელეკომპანია „იმედს“ სიცრუეში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან მისი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა 1000-4000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს