დე-ფაქტო აფხაზეთი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციით რეალობა უხეშად ირღვევა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2 მაისს ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა. მასში აღნიშნულია, რომ “მორიგი ოდიოზური რეზოლუციის მიღებით ევროპის საბჭო მხოლოდ სინანულს და იმედგაცრუებას იწვევს”, რადგანაც რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, და რომ დაფიქსირებულია, რომ კონფლიქტი მიმდინარეობს რუსეთსა და საქართველოს შორის. დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობა ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის” და თვლის, რომ აღნიშნული პუნქტები “არ გამოხატავს რეალურ სიტუაციას”, ასევე : “რეზოლუციაში საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტი წარმოჩენილია საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტად, მსგავსი ინტერპრეტაციები კი, აბსოლუტურად მიუღებელია” – წერია დე-ფაქტო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წლის 2 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1315-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი გადაწყვეტილება, რომლშიც გამოიხატა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – 2 მაისს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიდავით სორდია: ბატონო ლევან უკეთესი მუნჯი, მონა, და მლიქვნელი გჭირდებათ და ასეთ კადრს ეძებთ?
შემდეგი სტატიაცნობილი გახდა თურქეთის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი