დე-ფაქტო აფხაზეთი საქართველოს ნატოში მიღების შესახებ სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება

დე-ფაქტო აფხაზეთი საქართველოს ნატოში მიღების შესახებ სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება. ნატოს გენერალური მდივნის განცახდებით საქართველომ ნატოსთან ინტეგრაციაში დიდ წარმატებებს მიაღწია და ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

რუსული “სპუტნიკის”-თვის მიცემულ ინტერვიუში, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ თქვა, რომ სტოლტენბერგის განცხადებაში ახალი არაფერია. “მსგავსი განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწეეების მიერ გაკეთებულა მანამდეც. როცა თავის დროზე მე ვთქვი, რომ თვითონ საქართველომ შეიძლება ჩვენი სუვერენიტეტი აღიაროს, ბევრმა სკეპტიკურად შეხედა ამას, მაგრამ სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული განცხადება ჩემს სიტყვებს ადასტურებს” -კილბამ თქვა და აღნიშნა, რომ ნატოს გარკვეულ პირობებზე საქართველოს მოუწევს წასვლა, რაც, დიდი ალბათობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარება იქნება. ამავე დროს, მისი თქმით, ეს გეგმა ტერიტორიების მიერთებაზე უარის თქვას არ ნიშნავს. “ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გაერთიანების გეგმაზე უარს იტყვიან, ან რესპუბლიკის დაბრუნებაზე. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, გავაძლიეროთ კანონიერება, იურისპრუდენცია, საგარეო და საშინაო უსაფრთხოება” – აღნიშნა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

banner
წინა სტატიაში„პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია“ – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიასაქართველოს წინსვლა დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად დავაღწევთ თავს რუსეთის იმპერიის კლანჭებს