დე ნიროს ტრამპისგან თავშესაფარს იტალიის პატარა სოფელი სთავაზობს

10კომუნა ფერაცანოს მერი, რომელიც პროვინცია კამპობასსოს ეკუთვნის და სამხრეთ იტალიაში მდებარეობს, ჰოლივუდის მსახიობ რობერ დე ნიროს თავშესაფარს სთავაზობს – მსახიობი აშშ-ს პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლებით იყო ცნობილი.
“თუკი ტრამპის არჩევის შემდეგ მას ემიგრირება მოუნდება, ჩვენ მზად ვართ ის მივიღოთ. ცხადია, ჩვენთვის ეს პატივი იქნება და ყველას გაგვახარებს” – განაცხადა კომუნას მერმა, რომელშიც სამიათასი ადამიანი ცხოვრობს. ზუსტად ამ კომუნაში ცხოვრობდნენ მსახიობის წინაპრები საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლამდე.
დღეს მსახიობმა განაცხადა, რომ ის “ღრმად დამწუხრებულია” არჩევნების შედეგებით და აღიარა, რომ თვს ისე გრძნობს, როგორც “11 სექტემბრის შემდეგ”. წინასაარჩევნოდ, დე ნირომ დონალდ ტრამპს არა ერთხელ უწოდა “ღორი” და “იდიოტი” და მისი ცემის სურვილი გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ტერაქტის შემდეგ ავღანეთში საელჩო დახურა
შემდეგი სტატია(video) ლარის კურსის ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა ძალიან გაზრდილია