დაზვერვის მონაცემებით მოსულში ტერორისტებმა 300 ადამიანი დახოცეს

22ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა, ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთით 284 ადამიანი დახოცეს -ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
ბოევიკები მამაკაცებს და ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ. დახვრეტა 20 და 21 ოქტომბერს მოხდა, რომლის შემდეგადაც, დაღუპულთა ცხედრები ბოლდოზერებით ჩაყარეს ერთ ორმოში.
ტელეარხი ამბობს, რომ ინფორმაცია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება და ის ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
გუშინ გაერომ გაავრცელა, რომ მოსულში “ისლამურ სახელმწიფოს” ტყვეობაში 550 ოჯახი ყავს, რომელთა ცოცხალ ფარად გამოყენებასაც აპირებენ.

მოსულში სამთავრობო ჯარებმა და კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითბილისში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ბორდიურს შეეჯახა
შემდეგი სტატია(VIDEO) ამხმედ იმამყულიევი პირველ კომენტარს აკეთებს