“დაზიანებები აქვს ცხვირზე, ტუჩსა და თვალზე” – ჰომოფობიური თავდასხმა რუსთავში

“თანასწორობის მოძრაოაბის” ინფორმაციით, რუსთავში ჰომოფობიურად თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “თანადგომის” სოციალურ მუშაკს დათო გელაშვილს.

დათო გელაშვილის თქმით, მას თავს დაესხა ორი ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიღებული აქვს თავის არეში: ცხვირზე, ტუჩსა და თვალზე.

მისი თქმით, ფიზიკურ თავდასხმამდე მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობიური რეპლიკებით.

დათო გელაშვილს დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ აღმოუჩინა. მან გამოიხაძა პოლიცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისოფო ვერძეული-საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის შენახვა თუ სხვისთვის გაზიარება არის დასჯადი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში 39 სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა