დაზღვეულია მხოლოდ “ბავშვთა სამყაროს” შენობა-ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება – “ალდაგი”

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, რომ მათ კომპანიაში დაზღვეულია მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა სამყაროს შენობა-ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. მისივე თქმით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა დაზღვეულია 6 მილიონ ლარად.

„დღევანდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დაზღვეული სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ კუთვნილი შენობა-ნაგებობა. ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება.
ზიანის ოდენობა გვეცოდინება ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, ბუნებრივია, სრულ ზიანზე იქნება საუბარი“, – განაცხადა ებიტაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ოცნება ჭაობში- მარიონეტების რესპექტაბელური სიხარბე