დაზარალებულები, ვინც მერიას მიმართა, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფილია- ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, დროებითი თავშესაფრითა და საკვებით ყველა უზრუნველყოფილია.

ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა გაიტანა.

„ამ დროისთვის დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ასეთი არის სულ 27 ადამიანი. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, – განაცხადა ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს
შემდეგი სტატიაენერგოომბუდსმენი „ყაზტრანსგაზისგან“ ახსნა-განმარტებას ითხოვს