დავუთოღლუმ თურქი სამხედროების ერაყში ყოფნას ნორმა უწოდა

თურქი სამხედროების ერაყში ყოფნა ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას არ არღვევს – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითუღლუმ განაცხადა.
“ჩვენს ბაკიშში ყოფნას (სამხედრო ბაზა ერაყში) ტერორისტულ საშიშროებებთან ბრძოლის ხასიათი აქვს და ის აუცილებელია, სანამ ერაყის კანონიერი ხელისუფლება მართვის კანონიერ ორგანოებს არ შექმნის. აქედან მოდის თურქეთისათვის საშიშროება და ჩვენ უბრალოდ, რისკებს ვამცირებთ” – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, “თურქეთის სამხედრო ძალებს სრული უფლება აქვთ რეალურ სიტუაციასთან მიმართებაში იმოქმედონ”.

თურქეთის მიერ ერაყში 4 დეკემბერს ჯარების შეყვანას, რომელიც ერაყის მტავრობასთან არ ყოფილა შეთანხმებული, ერაყი აგრესიას უწოდებს და მათ დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიავაკოვი: პუტინის გადასაწყვეტი არ არის უკრაინაში სააკაშვილის შესახებ
შემდეგი სტატიაბაიდენის თქმით, თურქეთმა ერაყიდან ჯარი უნდა გამოიყვანოს