დავუთოღლუ: რუსი ტურისტები თურქეთს არ დატოვებენ

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთუღლუმ იმედი გამოთქვა, რომ რუსი ტურისტები ძველებურად გააგრძელებენ თურქეთის კურორტებზე სიარულს. ის იმედოვნებს, რომ რუსი სტუმრების რაოდენობა არ შემცირდება ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად.
ამავე დროს, თურქეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ მომენტში ქვეყანა გარკვეული სირთულეების წინაშე დგას ტურისტულ სექტორში, ამიტომ, სექტორი დამატებითად სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებს დაახლოებით 87 მილიონი დოლარის ფარგლებში.

თურქეთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ასევე გერმანელებში, მაგრამ სტამბულის ტერაქტისას, რომელსაც ათამდე გერმანელი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, გერნანელებმა ქვეყანაში შესვლა შეწყვიტეს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ კიევის არეულობებს კრემლის პროპაგანდა უწოდა
შემდეგი სტატიამოხსენება: ახლო აღმოსავლეთი შეიარაღებას აძლიერებს