,,დავუჭერთ თუ არა მხარს მოსამართლეობის დასახელებულ კანდიდატურებს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ”

დავუჭერთ თუ არა დასახელებულ კანდიდატურებს მხარს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არის გუნდში ჩამოყალიბებული პოზიცია.

„ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ის ორგანო, რომელმაც პარლამენტს უნდა წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები. მოგეხსენებათ, 28 მოსამართლით უნდა იყოს დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო. ეს არის მათი პრეროგატივა. ჩვენი პრეროგატივაა, როდესაც დღეს უკვე ბიუროზე ოფიციალურად დაფიქსირდება, ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, მივიღოთ გუნდის შიგნით გადაწყვეტილებები და შემდეგ კენჭი ვუყაროთ სესიაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით გუნდის შიგნით ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, დღეს გახდა მათი ვინაობები ცნობილი, ამიტომ ბუნებრივად შეუძლებელია ახლა პოზიცია იყოს ჩამოყალიბებული. დავუჭერთ თუ არა დასახელებულ კანდიდატურებს მხარს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში,,უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის შედგენისას საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება გუნდურად მივიღეთ”
შემდეგი სტატია,,ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭოს გარკვეულ ინსტიტუტებს”