დავოსში, ზელენსკი ტრამპს ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.

უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა რა რაოდენობაზე შეთანხმდნენ მხარეები.

გუშინ, საათზე მეტხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მივიღე PAC-3-ის ტიპის რაკეტები Patriot-ის სისტემებისთვის. არ ვიტყვი რამდენი, თუმცა, ვიცი, ამ რაკეტების გამოყენებით რამდენჯერ გაუძლებს უკრაინა ბალისტიკურ დარტყმებს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დეფიციტზე. მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 რაკეტები – ერთადერთი, რომელსაც შეუძლია რუსული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება.

banner
წინა სტატიაშიაბუ დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება
შემდეგი სტატია51-ე საჯარო სკოლასთან დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა