“იმ მომენტიდან, როცა “ჰამასმა” ხალხი გაიტაცა, მე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი მძევლების გათავისუფლებისთვის. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს საათებში გაირკვევა, რა იქნება მძევლების გამოშვების მეორე ეტაპი.
“დღეს დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილით 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს, მათ შორის მოხუცები, ბებია და დედები მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ზოგიერთი ექვს წლამდე ასაკის, ამასთან ერთად, რამდენიმე ტაილანდელი და ფილიპინელი. ყველა მათგანმა გაიარა საშინელი განსაცდელი და ეს მათთვის განკურნების დასაწყისია.
მომდევნო საათის განმავლობაში ჩვენ გავიგებთ, რა იქნება მძევლების გამოშვების მეორე ეტაპზე და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისე, როგორც ჩვენ ველოდებით. დღევანდელი დღე იყო დიდი შრომის შედეგი. იმ მომენტიდან, როცა “ჰამასმა” ეს ხალხი გაიტაცა, მე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი, რათა მძევლები გათავისუფლებულიყვნენ. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები. მე მინდოდა ბრძოლის შეჩერება ორი მიზეზით, რათა დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, და მეორე, რომ ხელი შემეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის,” – თქვა ბაიდენმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა კატარის ემირს, ეგვიპტის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერმინისტრს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მათთან კონტაქტზე რჩება, რათა დარწმუნდეს,
რომ შეთანხმების ყველა ასპექტი განხორციელდება.