დავითულიანი: თან შიმშილობა და თან მოლაპარაკებების წარმართვა, სწორედ იმ მიზანზე მიუთითებს, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” შერიგების საფარქვეშ გააჩნია

თან შიმშილობა და თან მოლაპარაკებების წარმართვა, სწორედ იმ მიზანზე მიუთითებს, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” შერიგების საფარქვეშ გააჩნია – შერიგებას იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ რამენაირად, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აარიდოს, რაც ვერ მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

“ეს არ გამოვა – ეს არის ერთმანეთის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა. შერიგებისა და ეროვნული თანხმობის იმედი გამაჩნია, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილთან და მის თანამზრახველებთან”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშიმეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას გაურკვეველმა პირებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს