დავითულიანი – შიმშილობა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა „ფეიკ“ აღმშენებლების ეპოქა, შემდეგ „ფეიკ“ გმირების სესია და ახლა „ფეიკ“ შაჰიდების სესიას გვთავაზობს. როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა მათ, რომ შიმშილობა დაიწყონ. ესენიც სექტის მრევლივით ჩამოდგნენ და შიმშილობა დაიწყეს. ეს მათი უფლებაა. ღმერთმა ქნას, ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეთ. ეს ყველაფერი მათთვისაც არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ გახდებიან. საერთოდ აღარ აქვს აზრი, ეს პარტია რას აცხადებს. ვიწროპარტიული დღის წესრიგით მოქმედებენ, რაც დანარჩენ ქვეყანას არ ეხება. უნდათ, შაჰიდობა?! – იყვნენ. ადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ, მაგრამ ესეც „ფეიკია“. ის, რომ შიმშილობენ უტოპიური მოთხოვნით, არაფერს ცვლის. დავჯდები და შიმშილს დავიწყებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკიდან წავიდეს და წავიდეს. აზრი არ აქვს, რას გააკეთებენ, გასულები არიან ყველანაირი ლოგიკის ჩარჩოდან. რა მნიშვნელობა აქვს, ამ ადამიანებს აშიმშილებენ თუ არა, მათ ლიდერებს ფული აკლიათ და რიგით აქტივისტებს სამწუხაროდ გონება, რომელთაც ჰგონიათ, რომ დამნაშავეს შიმშილობით გამოიხსნიან,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყებას გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება
შემდეგი სტატიაპოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამი პირი დააკავა