დავითულიანი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს აკლებს თანხებს და გადასროლა ხდება სამოქალაქო სექტორის ბიუჯეტში, ეს აზიანებს დასავლურ ინტერესებსაც

სამწუხაროა, რომ ევროკავშირი თავდაცვის ბიუჯეტს აკლებს თანხებს და გადასროლა ხდება სამოქალაქო სექტორის ბიუჯეტში. ეს აზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ დასავლურ ინტერესებსაც, რომლისთვისაც საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე მნიშვნელოვანი წერტილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩისნკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც გეგმავდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.

ბექა დავითულიანმა ასევე შეაფასა ჰერჩინსკის განცხადების ის ნაწილი, სადაც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად.

„საქართველო ბოლო წლებია, ცდილობს, თავისი ინტერესები დაიცვას და ევროკავშირის მიმართულებით, ზოგადად, დასავლური ინსტიტუტების მიმართულებით წინსვლა განაგრძოს. სამწუხაროდ, ვიღაცები ცდილობენ, ასე არ მოხდეს და საქართველოს მხრიდან ქვეყნის ინტერესების დაცვა პირდაპირ პროპორციულად ასახონ ევროკავშირთან და დასავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთობების შეფერხებაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და თანხების სამოქალაქო სექტორის ბიუჯეტში გადასროლა მოხდება. ამის საბაბად სახელდება კანონი, რომელიც მიღებულია. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ასე არ არის, აზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ დასავლურ ინტერესებსაც, რომლისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი წერტილია გეოპოლიტიკურ რუკაზე. ამას რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს არჩევნებზე საქართველოში მთავრობის ცვლილება სურს
შემდეგი სტატიაბაიდენი – კიევზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის სისასტიკის შეხსენებაა