დავითულიანი: რამდენი ათასმა კაცმაც არ უნდა მოაწეროს ხელი სააკაშვილის გათავისუფლებას, მსჯავრი მისჯილი აქვს და უნდა მოიხადოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, რა კომიტეტიც არ უნდა შეიქმნას და რამდენი ათასმა კაცმაც არ უნდა მოაწეროს ხელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მას მსჯავრი მისჯილი აქვს და უნდა მოიხადოს.

„მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული ქართული სასამართლოების მხრიდან ორ სისხლის სამართლის დანაშაულზე, მძიმე დანაშაულზე. შესაბამისად, ის იხდის სასჯელს კანონიერად და მისი გათავისუფლების არავითარი სამართლებრივი გზა, საფუძველი არ არსებობს. რა კომიტეტიც არ უნდა შეიქმნას და რამდენი ათასმა კაცმაც არ უნდა მოაწეროს ხელი მის გათავისუფლებას, მსჯავრი მისჯილი აქვს და უნდა მოიხადოს.

ეს საკითხი სავარაუდოდ მათი შიდა პარტიული ამბებია, რომ უნდა გააფართოოს წრე თავისი მხარდამჭერების და წარმომადგენლობითი გახადოს. თუმცა ეს არის სისულელე და აბსურდი. საერთოდ არ აქვს აზრი იმ კომიტეტში ვინ შევა და ვინ რას შექმნის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვების საკითხს, დავითულიანი ამბობს, რომ მასთან შეხვედრები არავის აუკრძალავს და ამასთან დაკავშირებით პრობლემას ხელოვნურად ქმნიან.

„მიხეილ სააკაშვილი მისი პატიმრობის დღიდან მოყოლებული, ნახულობს 4-5 და მეტ ადამიანს. მისთვის არავის აუკრძალავს შეხვედრები და არ ვიცი, ხელოვნურად რატომ ხდიან ამას პრობლემად. საავადმყოფო მოქმედებს თავისი წესით. თუ ავადმყოფის ჯანმრთელობისთვის რამე საფრთხეს არ წარმოადგენს დეპუტატი, ის შევა. განზრახ ხომ არ აფერხებენ ამ ადამიანებს, 150 კაცი ჰყავს უკვე მიღებული, რაც იქ ზის. ახლა სამკურნალო დაწესებულებაში წევს და ამბობს, რომ ცუდად ვარო. ექიმების მხრიდან თუ პრობლემა არ იყო და კანონი არ ზღუდავს, არავის აქვს ინტერესი, რომ სააკაშვილი იყოს გამოკეტილი მარტო და არ ქონდეს უფლებამოსილ პირს იქ შესვლის შესაძლებლობა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: საკრებულოებში მიმდინარე პროცესები სრულად შეესაბამება კანონმდებლობას, ენმ-ს საბოტაჟის საშუალება არ მიეცემა
შემდეგი სტატიაშსს-მ პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში 2, ბათუმში კი 4 პირი დააკავა