დავითულიანი პრეზიდენტს: უნდა აქ მოვიდეს, უნდა მემორიალი არსებობს კოჯრის შესახვევში და იქ მიაგოს პატივი

“ზურაბიშვილს არავის არაფრისთვის არ სჯის. სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და იმპიჩმენტი გამოუცხადა უმრავლესობამ, წერტილი – ამის მერე უმრავლესობისთვის ის აღარ არის პრეზიდენტი, ინარჩუნებს ფორმალურად ამ თანამდებობას,” – ამ განცხადებას “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი აკეთებს.

დავითულიანის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა არ არის, როდესაც პარლამენტი პრეზიდენტს არ იწვევს იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. აქვე, დავითულიანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტად აღარ აღიარებს და რომ ის “ფორმალურად ინარჩუნებს ამ თანამდებობას”.

ყველაფერი არის ძალიან მარტივი – დღეს არის იუნკერთა ხსოვნის დღე, ყველამ პატივი უნდა მივაგოთ ისე, როგორც შეგვიძლია მათ ხსოვნას. სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, უნდა დაესწროს, აქ მოვიდეს და პარლამენტის ტაძარში მიაგოს პატივი მათ, უნდა იუნკერთა ხსოვნის მემორიალი არსებობს კოჯრის შესახვევში და იქ მიაგოს პატივი. ინსტიტუციური უპატივცემულობა არის ის, რომ კონსტიტუციას არღვევს პრეზიდენტი. ზურაბიშვილს არავის არაფრისთვის არ სჯის. სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და იმპიჩმენტი გამოუცხადა უმრავლესობამ, წერტილი – ამის მერე უმრავლესობისთვის ის აღარ არის პრეზიდენტი, ინარჩუნებს ფორმალურად ამ თანამდებობას,“ – ამბობს დავითულიანი.

banner
წინა სტატიაში“ახირებული ახალგაზრდები არიან, აჩემებაა, არ მიკვირს” – თევზაძე “ოცნების” მაღალჩინოსნებს პასუხობს
შემდეგი სტატიაეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს – პრეზიდენტის პასუხი პაპუაშვილს