დავითულიანი – ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული, დროა, ჭკუა ისწავლონ და ქვეყანაზე იმუშაონ

ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დაანონსა, კარი გახსნა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, პროცესს შეუერთდნენ. ვინც შეუერთდება, ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, ვინც არ შეუერთდება, ანტიევროპულად იქცევა და რადიკალიზაციის გაღრმავებას ცდილობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული.

„ევროკავშირმა დავალება მოგვცა. ამ ქვეყანას კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს. შესაბამისად, კანონიერად არჩეული ხელისუფლება იწყებს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ეს ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება. ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დააანონსა, კარი გახსნა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დაუჯერონ ევროკავშირის რეკომენდაციებს, დაასრულონ პოლარიზაცია და პროცესს შეუერთდნენ. ვინც შეუერთდება, ის შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, ვინც არ შეუერთდება, ის იქცევა ანტიევროპულად და რადიკალიზაციის გაღრმავებას ცდილობს.

ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული. ვინაიდან, არჩევნებით ვერ ახერხებენ ხელისუფლების მოპოვებას, ცდილობენ რამენაირად იპოვონ მიზეზი, რაც მათ ექსტრემალურ ვითარებაში, არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოიყვანს. მათ ეს შანსი არ მიეცემათ. დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ამ ქვეყანაზე იმუშაონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

წინა სტატიაშიიოსელიანი – ყველას გვაქვს ვალდებულება, ჩავერთოთ ევროკავშირის დღის წესრიგში, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო