დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” ჯგუფს თავს დაესხნენ

თავდასხმა მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და მელაშვილზე

დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ავრცელებს “მთავარი არხი”, რომლის პირდაპირ ეთერშიც გაგრძელდა ინციდენტის ნაწილი.

“მეორედ არ მოხვიდე აქ. დავაი, წადით აქედან. აღარ მოხვიდეთ აქ. გამყიდველო, შე უნამუსო, შენ”, – მიმართავდნენ ივერი მელაშვილს დავითგარეჯთან ახლოს მდებარე დასახლებულ ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები.

როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა.

“იქ მარტოები ვიყავით, არ იყვნენ სასულიერო პირები, არც მრევლი იყო, მხოლოდ ტურისტები იყვნენ. როდესაც ჩაწერა მიმდინარეობდა, ივერი მელაშვილთან მივიდა სასულიერო პირი და უთხრა, რომ იყო მოღალატე და არ ჰქონდა დავითგარეჯში ჩასვლის უფლება. მასთან ერთად იყო სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მან ოპერატორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სცადა… [შემდეგ] რამდენიმე სასულიერო პირი მოვიდა და სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ ჩემს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დააზიანეს”, – იხსენებს ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდს მასპინძლობს
შემდეგი სტატიათბილისის მერია: მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერია გეგმავს 33 00 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას, სრული სიცრუეა